გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარინა ეზუგბაია: სამი ახალი კოვიდინფიცირებულიდან 2 იმპორტირებულია, ერთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს მიეკუთვნება

24-06-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი იმპორტირებული, მესამე კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს.  

„დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 914 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვიც სამით გაიზარდა. იყო 768 და გახდა 771. ამ მონაცემებით, კვლავ 129 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში.

 

ამ სამი პაციენტიდან, ორი არის შემოტანილი შემთხვევები საკარანტინო ზონიდან და ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. გუშინ ჩვენთან მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი შემოვიდა, გამოჯანმრთელდა ორი. დღეს გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა.

 

გუშინდელი მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა პროგნოზულად ჯერჯერობით სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ მას აქვს მძიმე პნევმონია და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს. არსებული კვლევებით მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა. ვნახოთ, არსებული მკურნალობის ფონზე შემდგომი პროგნოზი შეიძლება მომდევნო დღეების მონაცემებით გითხრათ. პაციენტის წყაროების კვლევა გრძელდება და იმედია, პირველწყაროს დადგენა რთული არ იქნება,"- განაცხადა ეზუგბაიამ.