გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აკაკი ბობოხიძე: ძალიან მინდა, საკითხი ჩავარდეს

24-06-2020

„სიმართლე გითხრათ, მინდა რომ საკითხი ჩავარდეს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ ,,TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენაზე, პარლამენტს ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება, ოპონენტები ხელისუფლებას ხმების სანაცვლოდ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოსთხოვენ.

„სიმართლე გითხრათ, მინდა რომ საკითხი ჩავარდეს, იმიტომ კი არა, რომ საკითხი საბოლოოდ ჩავარდება, არა. დღეს ბიძინა ივანიშვილი უკვე გვეუბნება და მყარად არის დარწმუნებული, რომ რაც არ უნდა დაუჯდეს, საკითხი უნდა გაიტანოს ჩვენგან დამოუკიდებლად. ამიტომ რახან ის ჩამოყალიბდა საკუთარ თავში, იცის რომ მართლა „ჩეპე“ თუ არ მოხდა და დეპუტატების ჯგუფი ავარიაში არ მოჰყვა, საკითხი გავა, მაგრამ თუ არ გავიდა საკითხი, ჩვენ პირდაპირ დავუსვამთ ივანიშვილს საკითხს, რომ - ხომ გინდა პროექტი გავიდეს? - ანუ ჩვენი ხმები სჭირდება და მაგიტომ ვერ გააქვს? გამოუშვი რურუა და დაგიბრუნდება ეს ხმები. 20 კი არა, 27 ხმა მიუვა სანაცვლოდ, მაგრამ ამ მდგომარეობამდე ის საკითხს არ მიიყვანს“, - განაცხადა ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.