გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფოთში ხუთი თვის წინ გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

24-06-2020

ფოთში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. 1988 წელს დაბადებული კაცი სახლიდან 31 იანვარს გავიდა და მას შემდეგ ოჯახმა მის შესახებ არაფერი იცის.

ოჯახის წევრების თქმით, ირაკლი ჯაბუამ სამსახურის კუთვნილი ავტომანქანა კოკაიას ხეივანზე მდინარე რიონთან დატოვა, საიდანაც მისი კვალი იკარგება.

ჟურნალისტებთან საუბარში დედა ამბობს, რომ მისი შვილი ადრეც იყო სახლიდან წასული, თუმცა მალევე გამოჩნდა.

ოჯახი დახმარებას ითხოვს და მიმართავს ყველას, რომ თუ ირაკლი ჯაბუას შესახებ ინფორმაციას ფლობენ, დაუყოვნებლივ აცნობონ.

შსს-მ ამ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

imedinews.ge