გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში მცხოვრებ ყველა ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტი დაურიგდა

24-06-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფელ მუშევანში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად ყველა ოჯახმა დახმარების სახით მუნიციპალიტეტისგან ფქვილი და კარტოფილი მიიღო. სურსათის დარიგების პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ჩაერთო.

მუნიციპალიტეტმა საკარანტინო ზონაში მოსახლეობას 100 და 50-ლარიანი სასურსათო პროდუქტები რამდენჯერმე გადასცა.

შეგახსენებთ, რომ სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.