გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"ცდილობენ ცხედრის მაქსიმალურად დამალვას" - ლომჯარია

27-02-2018

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინოს - აცხადებს სახალხო დამცველი.
"ალბათ, გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რომ ცხინვალის მხარე და ოკუპანტი სახელმწიფო აგვიანებს ცხედრის გადმოცემას. ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი 2014 წელსაც, როცა საქართველოს მოქალაქის ცხედარის გადმოცემა იმდენად დაგვიანებით მოხდა, რომ ექსპერტიზის შედეგად ვერ დადგინდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ჩემი აზრით, ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინოს. ცდილობენ ცხედრის მაქსიმალურად დამალვას. ალბათ, საერთაშორისო მექანიზმების გზით უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ ცხედარი დროულად იქნას გადმოცემული", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


"პირველი რადიო"