გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჩოხატაურში "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს დენმა დაარტყა

25-06-2020

ჩოხატაურში "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დენმა დაარტყა. დაშავებული კლინიკაში  გადაიყვანეს. ექიმის, ნანა  ჯიბუტის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას კრიტკიკული იყო. იგი გულის გაჩერებით კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა რეანიმაციული ღონისძიებების გაწევის შედეგად, გულის ამუშავება მოხერხდა. ექიმის თქმითვე,  ამჟამად პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.


"ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. დაზიანება მიღებული ჰქონდა ელექტრული დენის შედეგად, იყო კომატოზური მდგომარეობა, გულის გაჩერება. პაციენტს ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, აღდგენილ იქნა გულის მუშაობა, პაციენტი გადაიყვანილია მართვით სუნთქვაზე, უტარდება ლაბორატორიული კვლევები"-განაცხადა ჯიბუტმა.


"ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ავთო დვალიშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. მისივე თქმით, შრომის უდაფრთხოების წესებს კომპანია ბოლო წლების განსაკუთრებით ზედმიწევნით იცავს და ეს საკითხი მათთვის პრიორიტეტულია.

"ზუსტად, რატომ და რა მოხდა, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, გამოძიება დაადგენს, კომპანიის წარმომადგენლები მის ოჯახთან ხაზზე არიან. შრომის უსაფრთხოებას ბოლო წლებია განსაკუთრებით ზედმიწევნით ვიცავთ და ეს საკითხვი ჩვენთვის საკმაოდ პიორიტეტულია"-განაცხადა დვალიშვილმა.