გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

25-06-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ანზორ მარგიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოსთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნა საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

შეხვედრაზე საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საქმიანობის ზოგადი მიმართულებები განიხილეს.

„საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორმა იგორ კოპალიანმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ცენტრის სტრატეგია და საქმიანობის ზოგადი მიმართულებები წარუდგინა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა სსიპ-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ბაზაზე და მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს აფხაზეთთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფა. ინფორმაციის სისტემატიზაცია, არსებული და შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალისა მომზადება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.