25-06-2020
საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რეგიონში სარწყავი სეზონის მიმდინარეობასა და ადგილზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს სამელიორაციო სისტემებზე - მაგისტრალურ და გამანაწილებელ არხებზე უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები.
ყურადღება გამახვილდა ანტიკრიზისული გეგმით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის, კერძოდ, მელიორაციის კუთხით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ, ადგილობრივების მაქსიმალური ინფორმირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით:
აღნიშნული მიმართულებით, თემატური, საინფორმაციო - სამუშაო შეხვედრების ჩატარება, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით, რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.