გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება

25-06-2020

სოფელ ზემო ხანდაკში ცენტრალური მაგისტრალის მოწყობის და საუბნო დაქსელვის სამუშაოების შემდეგ მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს. 

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ და შპს „სოკარჯორჯიაგაზი“-ს კასპის სერვის ცენტრის მენეჯერმა მამუკა ახლოურმა სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს და ცისფერი ალის ანთების პროცესსაც დაესწრნენ. გაზიფიცირება ამჟამად სოფელ თელიანსა და დოესშიც მიმდინარეობს. სოფელ ხოვლეში კი ცენტრალური მაგისტრალის პროექტირება დასრულდა და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მალე მაგისტრალის მშენებლობას დაიწყებს. 

სოფლის მოსახლეობა კმაყოფილია გაზიფიცირებით და აცხადებს, რომ მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ საყოფაცხოვრებო პირობები. ისინი მადლობას უხდიან „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“-ს, შპს „სოკარჯორჯიაგაზი“-ს კასპის სერვის ცენტრს და კასპის მუნიციპალიტეტის მერიას.

კასპის მუნიციპალიტეტში ამჟამად 90%-ია გამრიცხველიანებული. სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გაგრძელდება ვიდრე მუნიციპალიტეტი სრულად არ იქნება გაზიფიცირებული - აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.