25-06-2020
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დასავლეთ საქართველოში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, ახალგაზრდებში „გირჩი“ საკმაოდ პოპულარულია და ცნობადობის პრობლემა არ აქვს.
ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი TV“-ს ეთერში ისაუბრა.
„გირჩს ცნობადობის პრობლემა არ აქვს. გვეუბნებიან, რომ მაგალითად – ჩემთან სოფელში შენი მხარდამჭერები არიან ახალგაზრდებიო.
ვახოს მეგობარმა მითხრა, რომ ლანჩხუთში სკოლაში შენი „პლაკატი“ გამოაკრეს კლასში და სკოლას ატყუებდნენ, ცნობილი ფიზიკოსიაო.
ანუ ახლაგაზრდებში ცნობადობის პრობლემა არ არის. მთავარია, ადგილზე ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც „გირჩის“ ხმებს დაიცავენ.
წარმომადგენელი თუ არ გყავს, არცერთ პარტიას არ აწყობს შენი ხმების დაცვა“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.