გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მდგრადი ენერგეტიკის დღე ონლაინ ვიქტორინით აღნიშნა

25-06-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს დევიზით „გაანათე შენი გონება“ შეუერთდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ ვიქტორინა მოაწყო.

ონლაინ ვიქტორინაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების 11-მა მოსწავლემ მიიღო. ვიქტორინის კითხვები ენერგოეფექტურობის, კლიმატური ცვლილებებისა და განახლებადი ენერგიის შესახებ იყო მომზადებული. თოთოეული კითხვაზე მიღებული პასუხების შემდეგ კი გაიმართა მცირე დისკურსია.

ვიქტორინის დაწყებისას მოსწავლეებს სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიმართა და მათ ეკოლოგიისა და მდგრადი ენერგეტიკის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ონლაინ ვიქტორინაში გამარჯვება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ირინა ჟუჟუნაშვილმა მოიპოვა. მე-2 ადგილი ქ. ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ადამაშვილმა, მე-3 კი დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მურო ექიზაშვილმა დაიკავეს.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერისგან მომზადებული საჩუქრები გადაეცათ. ვიქტორინაში მონაწილე ყველა მოსწავლეს კი სერთიფიკატები დაურიგდა.

ვიქტორინა „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი სკოლის მოსწავლეებში მდგრადი ენერგეტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“-ს ერთ-ერთი ხელმომწერია, ამიტომ ყოველწლიურად ჩვენი მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს უერთდება. წელს მდგრადი ენერგეტიკის დღე ონლაინ ვიქტორინით აღვნიშნეთ, რომლის მიზანიც სკოლის მოსწავლეებში მდგრადი ენერგეტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. მოხარული ვარ, რომ ვიქტორინაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები ეკოლოგიის, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების შესახებ ინტერესდებიან და ცდილობენ ამ თემების შესახებ ინფორმაცია მიიღონ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.