გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გუგუტიაანთკარში თანასოფლელებს შორის დაპირისპირებისას ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა

25-06-2020

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიაანთკარში თანასოფლელებს შორის დაწყებული ჩხუბი იარაღის გასროლოთ დასრულდა, რა დროსაც ერთი პირი დაიჭრა.

 

ცეცხლსასროლი იარაღით, მუცლის არეში ჭრილობა 30 წლამდე მამაკაცს აქვს მიყენებული, ის გვიან ღამით კლინიკა „გორმედში“ შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისას მძიმე იყო.

„გუშინ საღამოს „გორმედის“ კლინიკაში შემოიყვანეს 30-წლამდე დაჭრილი მამაკაცი. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა.

 

ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე. შარდის ბუდტი ჰქონდა დაზიანებული.

 

ასევე მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით იყო ჩაღვრილი სისხლი, თუმცა ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდგომ მდგომარეობა დასტაბილურდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია ქირურგიული დეპარტამენტის სტაციონარში. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,”-განაცხადა დავით გასიტაშვილმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.გ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება.

 

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და 1990 წელს დაბადებულმა თ.ი.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ო.გ.-მ თან ნაქონი, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი იარაღიდან ორჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი თ.ი.-ს ბასრი საგნით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: თათია გოლოშვილი

პრაიმტაიმი