გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯეიმს აპატურაი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს

27-02-2018

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და მასთან ერთად მყოფი პირების დაკავების  ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

„ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ საქართველოში, სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. კერძოდ კი, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებითა და კიდევ ორი მოქალაქის დაკავებით. ვუსამძიმრებ ბატონი ტატუნაშვილის ოჯახს. რაც შეეხება ორ დაკავებულ მოქალაქეს, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ“, - წერს ჯეიმს აპატურაი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს  კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე დღეს  უარი თქვა.

ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება.

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

"პირველი ნიუსი"