გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ევროკავშირის ელჩი “მეღვინეობა შილდას” სტუმრობს

25-06-2020

ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით მდგრადი ენერგიის ჯილდოს გამარჯვებული ქართული ენერგო ეფექტური კომპანია „მეღვინეობა შილდა“ გახდა.

ქვეყნის და რეგიონის ეკოლოგიაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიისთვის და შესაბამისად, დიდი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას.

დღეს მეღვინეობას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბატონი კარლ ჰარლცელი სტუმრობდა, რომელმაც ენერგოეფექტური სტანდარტით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერა.

ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილმა ენერგო ეფექტურმა აღჭურვილობამ „მეღვინეობა შილდაში“:

  • 60%-ით შეამცირა მოხმარებული ენერგია
  • ხელი შეუწყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
  • მოხდა მოხმარებული ენერგიის საგრძნობლად შემცირება


„მეღვინეობა შილდაში“ აღნიშნავენ, რომ ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისათვის. ასევე, აღსანიშნავია, კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების როლი, რომელთა დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგი იქნა მიღწეული.