გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

25-06-2020

ბათუმში, 70 წლის ისტორიის მქონე მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლე მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაო პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის მიხედვით შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე 1949 წელს დაარსდა, ის წლების განმავლობაში იყო და არის ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, სადაც არაერთი ნიჭიერი თაობა აღიზარდა.

#მოსწავლეახალგაზრდობისსასახლე
#კულტურულიმემკვიდრეობისძეგლი