გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

“მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ

25-06-2020

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე, „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ მობილურ მომსახურებებზე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისა და სატარიფო ზეწოლისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ახალი რეგულაცია ეხება, როგორც მობილურ ხმოვან და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე - მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

კომუნიკიაციების კომისიის მიერ მიღებული ახალი რეგულაცია იქნება გარანტი იმისა, რომ არსებული შეთავაზებები შენარჩუნდეს და მომხმარებელი არაგონივრულად მაღალი ფასებისგან დაიცვას.

კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო. კვლევის ფარგლებში, კომისიამ საცალო სეგმენტზე „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „ვიონი საქართველოს“ არსებული შეთავაზებები შეისწავლა და დეტალური ანალიზი ჩაატარა მობილური მომსახურებების ბაზარზე აბონენტების საჭიროებების შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზარზე არსებული შეთავაზებები, განსაკუთრებით ხმოვანი მომსახურებების ნაწილში, არასაკმარისად დივერსიფიცირებულია აბონენტების მოთხოვნილების საპასუხოდ. შესაბამისად, აბონენტი ხშირად იძულებულია შეიძინოს მომსახურების კომბინირებული პაკეტი, ისე, რომ ამ პაკეტის სრულ რესურსს არ იყენებს.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შედეგად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, კომისიის თანხმობის გარეშე, მომსახურების ტარიფები შეცვალონ.