გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლებამ პირობა შეასრულა, ის, რაც ჯერ კიდევ 2018 წელს ჩვენ ავსახეთ კონსტიტუციაში, ახლა დამატებით გავაკეთეთ 2020 წლის არჩევნებთან მიმართებაშიც

26-06-2020


„ძველმა ოპოზიციამ, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ქმნიან, აირჩია არასწორი სტრატეგია და ყოველდღირად იხდიან ფასს ამ არასწორ არჩევანში - ვეღარ გამოდიან ჩიხიდან. მათ ასი პროცენტით ეგონათ რომ ხელისუფლება ემზადებოდა საკონსტიტუციო ცვლილების ჩასაგდებად, ამიტომ აირჩიეს სტრატეგია, რომ რურუა არის ძველი ოპოზიციის ლიდერი, თითქოს ის არის ტყვეობაში და სჯობს საკონსტიტუციო ცვლილება მათი ლიდერის დაჭერის გამო ჩავარდეს. რასაკვირველია, ჩავარდნის შემდეგაც ჰქონდათ გეგმები“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.


არჩილ თალაკვაძის თქმით, ძველი ოპოზიცია შესულია პროცესში, საიდანაც უკვე უჭირს უკან დაბრუნება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა თავის ამომრჩევლებს დაუსახეს პროგრამა, რომ ჩვენი ლიდერი არის დაპატიმრებული და ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ “გამოვიხსნათ” ეს ადამიანი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი თვითონ გახდნენ ამ ფეიკ ნარატივის ტყვეობაში და დღეს სხვა გადაწყტვეტილების მიღება უჭირთ - დაკარგავენ მხარდამჭერებს.


„რომ გამოვიდნენ და თქვან, მოდით, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება ჯანსაღი პოზიცია, მაგრამ მათ უკვე დაარწმუნეს თავის მხარდამჭერები და დაუსახეს პროგრამა, რომ გიორგი რურუა თუ არ გამოვა დემოკრატიას საქართველოში მომავალი არ აქვს, არჩევნები ვერ ჩატარდება და პოლიტიკური პროცესის ბლოკირებაა საჭირო - ახლა ამ პროგრამიდან ვეღარ გამოდიან. დღეს დაინახეს, რომ ხელისუფლებამ თავის პირობა შეასრულა, ის, რაც ჯერ კიდევ 2018 წელს ჩვენ ავსახეთ კონსტიტუციაში, ახლა დამატებით გავაკეთეთ 2020 წლის არჩევნებთან მიმართებაშიც. სად იყვნენ მაშინ საერთოდ ეს ადამიანები? - მაშინაც დაბლოკეს საკითხი და მხარი არ დაუჭირეს საკონსტიტუციო რეფორმას. ისინი, ვინც ასე ემოციურად და გულთბილად საუბრობენ პროპორციულ სისტემაზე დიდი ხნის განმავლობაში იყვნე ნ ხელისუფლებაში და არასოდეს უცდიათ საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციულით. როცა განაცხადეს, მხარს ვუჭერთ ცვლილებებსო, მაგრამ ხმას არ მივცემთო - ეს არის ლუსტრაცია“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.