გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკა არ არის სწორხაზოვანი მოცემულობა - არის დადებითი შეფასებები, არის კრიტიკა, არის მიღწევები და არის გამოწვევებიც

26-06-2020


„საქართველოს ამ რვა წლის განმავლობაში აქვს სტაბილურობა და მშვიდობა, დაცულია ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და უფლებები, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობებში გვაქვს ხელშესახები პროგრესი, ბიზნესი თავისუფალია, ქვეყანა კი არცერთ სამხედრო ავანტიურაზე არ წამოგებულა და თავისი წვლილი შეაქვს მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცებაში - პროპორციულად ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს ნატოს მისიებში. საქართველო არის საიმედო პარტნიორი დასავლეთისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პოსTV“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ საქართველოს საგარეო კურსის შესახებ ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებსაც გამოეხმაურა.


„პასუხები ნებისმიერ კრიტიკულ კითხვაზე თუ შეფასებაზე, უნდა დავიწყოთ ჩვენი სიმართლის გააზრებით. უნდა გვესმოდეს რა არის ჩვენი სიმართლე, რომ დისკუსიაში შევიდეთ ასეთ მნიშნელოვან საკითხებზე. პოლიტიკას აქვს თავისი კარდიოგრამა, პოლიტიკა არ არის სწორხაზოვანი მოცემულობა - არის დადებითი შეფასებები, არის კრიტიკა, არის მიღწევები და არის გამოწვევებიც, ეს არის პოლიტიკური რიტმი როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმართულებით. არსებობს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები და ოფიციალური განცხადებები, სადაც აშშ-ის მთავრობა საქართველოს პროგრესს დადებიტად აფასებს, სადაც საქართველოს ძლიერ და საიმედო პარტნიორად ასახელებს, სადაც აღიარებს საქართველოს წვლილს საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების დასაცავად, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო დემოკრატიას აძლიერებს და რეფორმებს ახორციელებს, ეს არის მოცემულობა. არსებობს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის აქტი, რომელიც მაღალი მხარდაჭერით იქნა მიღებული კონგრესში - ამ დოკუმენტში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად ფასდება და ჩვენს ქვეყანას აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა. კიდევ არაერთი მხარდამჭერი რეზოლუცია და განცხადება გაკეთებულა აშშ-ის მხრიდან. საქართველო ამ არჩევნებსაც დემოკრატიულად ჩაატარებს და გამოიყენებს შესაძლებლობას პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს, რომ დემოკრატიული, უსაფრთხო და საიმედო პარტნიორია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​