გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის მეორე ტალღას უკეთ მომზადებული უნდა შევხვდეთ, თუმცა ის შეიძლება, არც იყოს

26-06-2020

პირველი და მთავარი ეს არის, თვითდამშვიდებას არ მივეცეთ და ვიყოთ მზადყოფნის რეჟიმში და ეს ოთხი თვე ჩვენ ვწერთ თანდათან გეგმას, კიდევ რა უნდა გაძლიერდეს, რომ უკეთ მომზადებული შევხვდეთ, ვიდრე სექტემბერში. თუ იქნება ეს მეორე ტალღა, შეიძლება არ იყოს. მაგრამ მზადყოფნა აუცილებლად უნდა გვქონდეს. ის ელემენტარული, რასაც ყოველდღიურად, ხანდახან უკვე დაგვცინიან, რომ ვუმეორებთ ხალხს, რომ დიახ, უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან​, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

მისივე განცხადებით, სამყაროს ჯერ ომი კორონავირუსის წინააღმდეგ არ მოუგია და საქართველო მარტო ამ ომს ვერ მოიგებს.

„ჯერ კიდევ არ ვიცით პოსტკორონა სამყარო როგორი იქნება, რა ურთიერთობები ჩამოყალიბდება საზოგადოებაში, ეს პროცესები რა შედეგებს გამოიღებს მომავალში. ამ ვირუსის ისტორია ჯერ ექვსი თვეა. მისი ქცევის თავისებურებები ჯერ უცნობია მეცნიერებისთვის. მან ერთი ჭკუა ასწავლა სამყაროს, ბრჭყალებში ჩავსვამ, – მზადყოფნის რეჟიმი ყველას და ყოველთვის უნდა გვქონდეს. ალბათ, არც ერთმა არ იცით თქვენ, რომ სხვა კორონავირუსი ტრიალებს ბუნებაში, რომელიც თითოეულს გადაგვიტანია ხოლმე შემოდგომაზე და ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ დიაგნოზს ვსვამდით. ის მსუბუქი სურდოს სახითაა. ჩვენ გვეგონა, რომ ისევე, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები, ზაფხულში შესამჩნევად დასუსტდებოდა და შემცირდებოდა. ასე არ აღმოჩნდა და პირიქით, ხედავთ, რომ გლობალურ ციფრებს თუ შეხედავთ, ყოველდღიურად, გლობალურად, ახალი შემთხვევების რიცხვი იმატებს 110-დან 130 ათასის ფარგლებში. არ ეტყობა გლობალურად, რომ დინამიკა შემცირებისკენ წავიდა. თუმცა, როცა მე ყოველდღიურ ანგარიშს ვამზადებ, იქ ერთი ასეთი პოზიტიური დინამიკა ჩანს, რომ გლობალურად მცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ასევე, იზრდება გამოჯანმრთელებულთა როდენობა უფრო მეტად. ანუ, რაღაც ტენდენცია ჩანს, მაგრამ არა ის, რასაც ველოდით, რომ ზაფხულში რადიკალურად მკვეთრი ცვლილება არ იყო. შემოდგომაზე, ალბათ მაინც ჩვენ სერიოზული მზადყოფნა მოგვიწევს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.