17-11-2017
ოზურგეთის ყოფილი მერის ბეგლარ სიორიძის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა შარაძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე 2016 წლის ფოტო გაიხსენა, სადაც სიორიძე გურიის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციართან, თამუნა ლურსმანიშვილთან ერთადაა გადაღებული. ფოტოს გაზიარების მთავარი მიზანი კი, როგორც ქვემოთ, ასევე მერის ყოფილი თანამშრომლების, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კულტურის სამსახურის წარმომადგენლისა და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის კომენტარებიდან ირკვევა, შშმ პირის უმადურობაში დადანაშაულებაა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს მხარდაჭერა (ისევე, როგორც მთელმა ასოციაციამ) ღიად გამოხატა.
თავად ლურსმანიშვილი "სიორიძის მიერ ბენეფიციარებისთვის გაკეთებული კეთილი საქმეების შეხსენების საპასუხოდ წერს:
დაფასება რა სათქმელია, ქალბატონო ეკა ნინიძე, უბრალოდ არაფერი კეთდებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ყველაფერი იყო ფასადური და ამიტომ მინდა, შეიცვალოს თანდათან ყველაფერი. უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები. თუ ისევ არ შეიცვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არაფერი, ისევ სიმართლის მხარეს დავდგები და დავიცავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებს.
პოსტი უკვე წაშლილია, მაგრამ გთავაზობთ ორიგინალს, რომელიც წაშლამდე იქნა გაკეთებული:
ორიგინალი პოსტი
წყარო: "გურიის მოამბე"