გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ტყე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი, რომელსაც სჭირდება სწორი მართვა

26-06-2020

 

რეალურად, სერიოზული და პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული ტყის ფონდის რეგულაციის თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტყე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი, რომელსაც სწორი მართვა სჭირდება.

 

„ეს გამოწვევა ყოველთვის იყო, მაგრამ ის ინიციატივები, რომელთაც დღეს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის ფრთხილი, ნელი, მაგრამ პროგრესული. რთულია, გამოწვევები რჩება. ტყე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი, რომელსაც სჭირდება სწორი მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რესურსი შეიძლება გახდეს ქვეყნის როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური პრობლემაც,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.