ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გიორგი გახარია: დაფასებული პოლიციელი, დაფასებული ჯარისკაცი, დაფასებული მეხანძრე-მაშველი, დაფასებული პროკურორი- ეს სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი კომპონენტია

26-06-2020

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო პოლიტიკურად ნეიტრალური, ეფექტური პოლიციის მნიშვნელობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მუდმივად იყოს სტაბილურობის შეგრძნება.  ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სისტემები ყოველდღიურად ვითარდებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაფასებული პოლიციელი,  ჯარისკაცი,  მეხანძრე-მაშველი,  პროკურორი ეს არის სახელმწიფოს განვითარების ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა სხვა სფეროში ქვეყანა იყოს წარმატებული.

„საბოლოო ჯამში ეს დადის თითოეულ ადამიანამდე, ეს დადის, როგორც ჩვენს თითოეულ მოქალაქემდე ასევე, დადის სამართალდამცავი სისტემის თითოეულ წარმომადგენლამდე, ამიტომ დაფასებული პოლიციელი, დაფასებული ჯარისკაცი, დაფასებული მეხანძრე-მაშველი, დაფასებული პროკურორი ეს არის სახელმწიფოს განვითარების ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ყველა სხვა სფეროში.  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა ეს სისტემა უნდა განვითარდეს, უნდა იყოს ეფექტური ერთადერთი პირობით - ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისი სტანდარტების პირობებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.