გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: აზიური ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, მასთან ბრძოლაში საქართველოს პრაქტიკა FAO-მ ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელა

26-06-2020

 

დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

 

 

მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებისთვის, რომელსაც მათ  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მიაღწიე.

 

„დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული. ამას საერთაშორისო შეფასებების მოჰყვა და  FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ. ჩვენებს უბრალოდ არ სცალიათ, თორემ მათ ბევრგან ეძახიან ამ გამოცდილების გასაზიარებლად, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.