გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: 2019 წელს, საქართველოდან, 94 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს - ეს იყო რეკორდული წელი, საქართველოდან ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით

26-06-2020

2019 წელი იყო რეკორდული, საქართველოდან ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოდან 2019 წელს94 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს. სოფლის მეურნეობის მიმართულებებზე საუბრისას, გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა დაცულ ტერიოტირებზე.

„მინდა აღვნიშნო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დაცული ტერიტორიების თვალსაზრისით, ის ნაბიჯები, რომელსაც სამინსიტრო დგამს. დღეის მდგომარეობით, რეალურად, 200 000 ჰექტარზე მეტ დაცულ ტერიტორიებს აქვს ან ახალი სტატუსი დაცული ტერიტორიების, ან მისი სტატუსი არის გამკაცრებული. 2019 წელი იყო რეკორდული, საქართველოდან ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით. საქართველოდან 2019 წელს გაიტანეს 94 მილიონი ბოთლი ღვინო, რომლის შემოსავალი ქვეყნის მოსახლეობისთვის იყო 240 მლნ. აშშ დოლარი. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც თავისი ეკონომიკური ძალა ჰქონდა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.