გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც უნდა ავაგოთ წარმატება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით

26-06-2020

"ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მთავრობის პირველი ამოცანა შემდგომი წლების განმავლობაში იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა გამომდინარე ჩვენი ეკონომიკის ჯერ კიდევ სისუსტიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და კიდევ ბევრი კომპონენტიდან. მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომ ჩვენ უნდა ავაგოთ ნებისმიერი წარმატება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოსტკრიზისული განვითარების ეტაპზე საქართველოს ჰქონდეს დამატებითი ეკონომიკური უპირატესობები გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად.