გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: ჩვენი ქვეყნისთვის კრიზისი, პანდემია ეკონომიკურ შესაძლებლობად უნდა გადავაქციოთ

26-06-2020

ბიზნესგარემო ყოველთვის იყო და უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ძირითადი მიზანი.  ქვეყანას გააჩნია სტრუქტურული ეკონომიკური ნაკლოვანებები და, პირველ რიგში, ეს არის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი დივერსიფიცირება. ხშირად გვესმის, რომ ტურიზმი არ უნდა იყოს ძირითადი, ინდუსტრიალიზაცია უნდა იყოს ძირითადი, ტრანსპორტი არ უნდა იყოს ძირითადი, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც გამომდინარეობს გლობალური პანდემიიდან რეალობა საერთოდ შეცვალა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, იმისთვის, რომ პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტური.

 

 

„ჩვენი ქვეყნისთვის კრიზისი, პანდემია უნდა გადავაქციოთ  ეკონომიკურ შესაძლებლობად. დღეს გლობალური ეკონომიკა იცვლება, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული ეკონომიკა გამოწვევის ეკონომიკიდან გავხადოთ შესაძლებლობების ეკონომიკად და აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ამიტომ, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, იმისთვის, რომ პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტური. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოსტკრიზისული განვითარების ეტაპზე საქართველოს ჰქონდეს დამატებითი ეკონომიკური უპირატესობები გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.