გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვლადიმერ ბორცვაძე: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა წრე შესაძლებელია გაიზარდოს

26-06-2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა წრე შესაძლებელია გაიზარდოს. მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია არაერთი ნივთმტკიცება და საქმის მიმდინარეობისას, არ არის გამორიცხული საქმის კვალიფიკაციაც შეიცვალოს.

„შესაძლებელია დაკავებულთა წრე გაიზარდოს. ასევე, შესაძლებელია შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია. ჩვენ ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ექსპერტიზის დასკვნას, გარდაცვალების მიზეზს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამ სისხლის სამართლის საქმეში და შესაბამისად, თუ დამატებით გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა ამ სისხლის სამართლის საქმეში, ბუნებრივია, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი და ყველას ქმედებას მივცემთ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.