გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლი, ხაშურის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთები ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში წლის ბოლომდე გაიხსნება

26-06-2020

 

ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში მხოლოდ რამდენიმე ციფრს დავასახელებ. მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს ერთდროულად რეკორდული 804 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება მიმდინარეობდა,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მისი თქმით, წლის ბოლომდე გაიხსნება ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლი, ხაშურის შემოვლითი გზა და  სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი.

 

„დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს 140 კმ  საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, საიდანაც 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება ჯამში  - 70 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალი და ესენი იქნება ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლი, ხაშურის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ეს არის ჩვენი საერთაშორისო მაგისტრალების  ის მონაკვეთები, რომელიც გაიხსნება ზაფხულის  და შემოდგომის განმავლობაში წლის ბოლომდე.  მიმდინარეობს რიკოთის მონაკვეთის გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლით გზებზე აქტიური სამუშაოები და ამას თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ამ გზებზე მოგზაურობენ ხედავენ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის პროექტირების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.