გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: სერვისების მოსახლეობამდე მიტანა და ე.წ ფრონტ ოფისების ადგილებზე გადატანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

26-06-2020

სერვისების მიტანა მოსახლეობამდე და ე.წ ფრონტ ოფისების გადატანა ადგილებზე ერთ-ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამისთვის გამოყენებულია იუსტიციის სახლები, რომლებიც უკვე აშენდა ბოლნისში და წლის ბოლომდე გაიხსნება წყალტუბოში, გარდაბანსა და ქარელში.

გარდა ამისა, უკვე ფუნქციონირებს 11 საზოგადოებრივი ცენტრი, დასრულებულია კიდევ 3 საზოგადოებრივი ცენტრი - ხობში, ხარაგაულსა და ჭიათურაში.

„საზოგადოებრივი ცენტრები არის ის მექანიზმები, რომლითაც ჩვენ, სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტების სხვადასხვა სერვისებს, მაგალითად სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამას, მოსახლეობას ადგილზე მივაწვდით. იმის მაგივრად, რომ ადგილობრივები ხობიდან თბილისში ჩამოვიდნენ ინფორმაციის მისაღებად, როგორ გახდნენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები, ეს ადგილზე იქნება შესაძლებელი, რითაც ჩვენ მათ ცხოვრებას ვუმარტივებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.