26-06-2020
ქუთაისში, საფიჩხიის უბანში მდებარე სასაფლაოდან ბიუსტი მოიპარეს. მხატვარ ოთარ ქანდარიას ბიუსტი სასაფლაოს შიგნით იყო განთავსებული.
ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა, ცნობილი, როცა ერთ-ერთი ადგილობრივი სასაფლაოს გასასუფთავბლეად მივიდა და ბიუსტი აღარ იყო
„ამ უბანში ხშირად ხდება ქურდობები. ადრე ალიმინებს იპარავდნენ სასაფალოდან. ახლა მთლიანად ბიუსტი წაუღიათ“, – უთხრეს პრაიმტაიმს საფიჩხიის მკვიდრებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.გაოძიება 258-ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ნიშნავს.