გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: C ჰეპატიტის სრული პროგრამა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და შემდგომ უკვე ზედამხედველობა სრულად უფასოა ჩვენი მოქალაქეებისთვის

26-06-2020

არ შეიძლება გვერდით ავუაროთ C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამას, მხოლოდ ციფრებს ვიტყვი. 2019 წელს C ჰეპატიტის სკრინინგი გაიარა 774 000-ზე მეტმა მოქალაქემ. აქედან ელიმინაციის პროგრამით დღეს სარგებლობს 9 770 ადამიანი და დღეს მთავრობამ უკვე საბოლოოდ გადადგა ის ნაბიჯი, რომ C ჰეპატიტის სრული პროგრამა, დიაგნოსტიკიდან დაწყებული, მკურნალობა და შემდგომ უკვე ზედამხედველობა სრულად უფასოა ჩვენი მოქალაქეებისთვის - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის საყოველთაო ჯანდაცვაში ინტეგრირება ხელს შეუწყობს მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას.

„მოგეხსენებათ, უფასო სამედიცინო მედიკამენტების პროგრამამ გარკვეული კითხვის ნიშნები და ზოგ შემთხვევაში გაღიზიანებაც გამოიწვია. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი, როდესაც ქრონიკულ დაავადებათა შემთხვევაში ამ მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტის ინტეგრირება მოახდინა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში. ეს ბევრად უფრო ეფექტურია, ბევრად უფრო მდგრადია და ეს იყო აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი. მედიკამენტების პრობლემის შემდგომმა მოგვარებამაც რა თქმა უნდა, უნდა შეამციროს ჯიბიდან გადახდის პრობლემა, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდია. ვთქვი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რა თქმა უნდა, არის ელექტრონული ჯანდაცვა, დისტანციური სამედიცინო მომსახურეობები, რაც განსაკუთრებით ჩვენი გეოგრაფიის ქვეყნისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.