გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

26-06-2020

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სამეგრელოს, იმერეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარაში, მონიტორინგის პარალელურად, მავნებლის კონტროლის მიზნით, ფართობები შესაბამისი პრეპარატებით მუშავდება. 

ცივი შესხურების ტექნოლოგიით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფაროსანას გავრცელების ტერიტორიაზე 7323 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული, სოფლებსა და ტყისპირა პერიმეტრებზე დამონტაჟებულია 13 780 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური“ (სადგურებზე 41350 ფერომონია განთავსებული), თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამვლითი სამუშაოები ჩატარებულია 630 ჰექტარზე.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით ტარდება. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო მართვის ცენტრში მოქმედებს გზავნილების სისტემა, აგრეთვე, ფუტკრის დაცვის მიზნით, სისტემატიურად იმართება შეხვედრები მეფუტკრე ფერმერებთან და შეწამვლითი სამუშაოები კოორდინირებულად იგეგმება.