გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების დახვეწა ჩვენი მუდმივი ამოცანაა

26-06-2020

ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა და ჩვენ, ყოველდღიურად, მუდმივად უნდა დავხვეწოთ ის მექანიზმები, რომლებსაც კორუფციასთან ბრძოლისთვის ვიყენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა არის, საერთოდ, განვითარებადი ეკონომიკებისთვის მუდმივი გამოწვევა და არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუფცია დამარცხებულია.

„მექანიზმების დახვეწას და პროგრესს აღნიშნავს სწორედ ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც აშკარად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის ზრდას. მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის 2020 წლის რეიტინგებით, კორუფციის არარსებობის კომპონენტში 1-ლი ადგილი გვიჭირავს რეგიონში და მსოფლიოში 42-ე ადგილი. საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, მსოფლიოში 44-ე ადგილზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია არის დაძლეული. ეს ნიშნავს, ჩვენ ფრთხილად ვპროგრესირებთ იმ მიმართულებით, რომ გვესმის, გარდამავალი ეკონომიკების, გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი კორუფციასთან ბრძოლა და ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების დახვეწა, ეს ჩვენი მუდმივი ამოცანაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.