გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული... სამინისტროს თანამშრომლები გაწეული შრომისთვის მადლობას იმსახურებენ

26-06-2020

„დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, ამას საერთაშორისო შეფასებებიც მოჰყვა და FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიღწეულ შედეგებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის კუთხით 2019-2020 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. 

„დღეს ანგარიშში აღინიშნა რამდენიმე მიმართულება, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო. დასავლეთ საქართველოში მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანად დასრულდა. ეს გამოწვევა დავძლიეთ. ფერმერებს მიეცათ საშუალება სოფლის მეურნეობის საქმიანობა წარმატებით განახორციელონ. საქართველოში კვლავ წარმატებული იქნება მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე თხილის წარმოების და გადამუშავების მიმართულება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.