გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით ქვემოიჯარეების გადასახადებისგან განთავისუფლებაზე - თუ რაიმე ნიუანსია ქვემოიჯარეებთან დაკავშირებით, მერიასთან ამ თემაზე საუბარი გვექნება

26-06-2020

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 23 აპრილს უკვე შეტანილი იყო ეს ცვლილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით ქვემოიჯარეების გადასახადებისგან განთავისუფლების შესახებ მერიასთან შუამდგომლობის გაწევას ეხებოდა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რაიმე ნიუანსია ქვემოიჯარეებთან დაკავშირებით, მერიასთან ამ თემაზე საუბარი შედგება. 

„მერიას, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტროს, დაევალა, სახელმწიფო ქონაში არსებული ქონებების იჯარის გადასახადის გადავადება. აქ საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს. თუ იქ რაიმე ნიუანსია, ქვემოიჯარეებთან დაკავშირებით, მერიასთან ამ თემაზე საუბარი გვექნება და უახლოეს დღეებში მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხით დაგიბრუნდებათ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.