გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საფრანგეთის ელჩი სამეგრელოში ვიზიტს განაგრძობს

26-06-2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს მასპინძლობს. სახელმწიფო რწმუნებულმა ელჩს, წალენჯიხის მერთან და ენგურჰესის ხელმძღვანელობასთან ერთად ჰესის ტერიტორია დაათვალიერებინა და მუშაოების სპეციფიკას გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებული და საფრანგეთის ელჩი დღესვე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს მეუფე გერასიმეს კორცხელის დედათა მონასტერში შეხვდნენ, რის შემდეგაც ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარი დაათვალიერეს.

დღესვე ელჩი და სახელმწიფო რწმუნებული მხატვარ-კერამიკოს რობერტ აბსანძის სახელოსნოს სტუმრობდნენ.

დიეგო კოლასი რეგიონში გუშინ, 25 ივნისს ჩამოვიდა, ის სახელმწიფო რწმუნებულს, ზუგდიდის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა ელჩს, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო. შეხვედრისას საუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის და საფრანგეთის რეგიონებს შორის ეკონომიკის, აგრარული სექტორის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

გუშინვე ელჩმა დადიანების მუზეუმი და ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა. ელჩი ფრანგული ენის მასწავლებლებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.