გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: მინდა, დავამშვიდო ჩვენი მევენახეები, სახელმწიფო მათ ამ კრიზისულ მდგომარეობაში მარტო არ დატოვებს

26-06-2020

 

არ ვიჩქაროთ სიტყვაზე სუბსიდირება; მხარდაჭერა, შეიძლება, სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ მეღვინეობის მხარდაჭერა და რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს, ქვეყნის განვითარების კრიზისულ ეტაპზე, ისევე, როგორც ტურიზმს, მშენებლობას, განათლებას და სხვა სფეროებს, მეღვინეობასაც სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება.

 

„უახლოეს 10 დღეში დახმარების ფორმა და სტრუქტურა ნათელი იქნება. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მევენახეები, სახელმწიფო მათ ამ კრიზისულ მდგომარეობაში მარტო არ დატოვებს. ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ექსპორტიც საკმაოდ შეზღუდულია და რისკის ქვეშაა, ისევე, როგორც შემცირებულია ტურისტული ნაკადები და შესაბამისად - მოხმარებაც. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დახმარება საჭიროა და ეს დახმარება იქნება, რა ფორმით - ამაზე, უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.