გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ჯანდაცვა არის სახელმწიფოს სოციალური ვალდებულება, მაგრამ ამავე დროს არის ბიზნესი

26-06-2020

ჯანდაცვა არის სახელმწიფოს სოციალური ვალდებულება, მაგრამ ამავე დროს არის ბიზნესი. სხვანაირად დღეს სახელმწიფოს რესურსით, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა იყოს განვითარებული ევროპულ დონეზე რაღაც პერიოდის შემდგომ მაინც, შეუძლებელია - განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატის  მიერ  დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, სახელმწიფოს ბევრი სხვა სოციალური მიმართულებაც აქვს დასაფარი და შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით ეს შეუძლებელია.

„სახელმწიფოს სხვა ბევრი სოციალური მიმართულება აქვს დასაფარი, საპენსიო, სოციალური დახმარება  და კიდევ ბევრი რაღაც. ჩვენ რომ ვიყოთ უზარმაზარი რეზერვის ქვეყანა და გვქონდეს ულევი წიაღისეული და რესურსები, პრობლემა არ იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში არ ვართ. ამიტომ ჯანდაცვა დღეს ქვეყანაში არის ბიზნესი და ეს უნდა გავითვალისწინოთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.