გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი ირაკლი აბესაძეს: რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ!

26-06-2020

ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება და საგადასახადო ტვირთი ითვლება პირდაპირი გადასახდელების მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ საშემოსავლო გადასახადი და დღგ პირდაპირი გადასახადები არ არის და საგადასახადო ტვირთში არ ითვლება.

„თქვენ, შეგიძლიათ, ამას რაღაც მიამატოთ, რაღაც გამოაკლოთ, ბატონი აბესაძე ითვლის ხოლმე ამას ოდიოზურად. საშემოსავლო გადასახადი და დღგ პირდაპირი გადასახადები არ არის და საგადასახადო ტვირთში ის არ ითვლება. პირდაპირი გადასახადებით, ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის - მსოფლიო ბანკის რეიტინგით, საქართველო არის მე-3 ადგილზე და წადით, რაღაც სხვა რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ“, - მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.