გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მდინარაძე: ოპოზიცია თავის კამპანიას სიცრუის მანქანებზე აგებს

26-06-2020

"ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში აკეთებდნენ რუსულ საქმეს და ამბობდნენ, რომ თითქოს პროდასავლელები არიან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს მოუსმინეს. უმრავლესობის ლიდერი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა და შეახსენა, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელმაც ქვეყნის დასავლური კურსი კონსტიტუციაში ასახა.

„ყველა ნაბიჯი არის დასავლეთისკენ და ეს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვწამს, ეს არის ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარების შეუქცევადი გზა, ამიტომ ვართ ჩვენ პროდასავლელები, ამიტომ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ეს ნება ურყევი იყოს და არასდროს არ მოიფიქრონ ასეთმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომ გადაუხვიონ ამ კურსს. ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ჩვენ აქ ვხედავთ და ამიტომ ვსაუბრობთ ამაზე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას ვერავინ ვეღარ მოატყუებს. მან ე.წ. ფეიკ ნიუსების მხილების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ქართულ საზოგადოებას არ და ვერ მოატყუებს ვეღარავინ ვეღარასდროს, იმიტომ, რომ ჩვენ ამაზე მხილების კამპანიაც კი უნდა დავიწყოთ. როდესაც ფეიკ ნიუსებზე იყო საუბარი და შარშანაც ბატონმა გიორგიმ ილაპარაკა ამ ტრიბუნიდან, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეს არის, ფეიკზე აგებენ ამ თავის სიცრუის მანქანებზე აგებენ მთელ კამპანიას და არცერთი საგნობრივი თემა ჩვენ დღეს არ მოგვისმენია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​