გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მდინარაძე: გიგი წერეთელი რუსი დეპუტატების მხარდაჭერით იქნა არჩეული

26-06-2020

„რამდენიმე სააგენტოა, სადაც დაფიქსირებულია ის ფაქტი, რომ გიგი წერეთელი მადლობას უხდის რუსეთის დუმის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მას მხარი დაუჭირეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მისი თავმჯდომარის პოსტზე განწესებასთან დაკავშირებით. ეს არის ფაქტი“,- ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, გიგი წერეთელს გამოეხმაურა.

„სად უნდა წაიღოთ ფაქტი იმის შესახებ, რომ ამ ადამიანებმა, თან კოვალიოვი იყო ფსბ-ს ხელმძღვანელი და ამ ადამიანის მხარდაჭერით ხართ ამ თანამდებობაზე განწესებული. ოდიოზური ფიგურები იყვნენ ჩამოსულები საქართველოში, მაშინ აწყობდათ ეს ამბავი და არ ახსოვდათ ის კანონი, რომელზეც გიორგი კანდელაკი საუბრობს. ჩვენ შემთხვევით არ ვახსენებთ რეზოლუციას, სადაც იყო მოღალატეობრივი ჩანაწერი მხარდაჭერილი ამ ადამიანების მიერ. სპუტნიკზე“ იყო საუბარი, რაც მე ვაჩვენე, პირად საუბარში. „სპუტნიკს“ მე ჩამოვუდექი და მივეცი ინტერვიუ თუ რაში იყო საქმე? რუსული წყაროებიდან ხელმძღვანელობსო - „სპუტნიკს“ მე ჩამოვუდექი და მე მივეცი ინტერვიუ? თუ „ლიბერალიც“ რუსული წყაროა? ეს არის მათი მთლიანი გენეტიკური კოდი, მათი პოლიტიკური ძალის გენეტიკური კოდი და დავანებოთ თავი, ვინ რა თქვა, არ თქვა, გაუყალბეს თუ არა - მათ რეზოლუციას თავის დროზე დაუჭირეს მხარი და ეს იყო ღალატი რუსეთის სასარგებლოდ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​