გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: კომერციული კონკურსის საფუძველზე, საქართველოში ელექტროენერგია ოთხივე მხრიდან შემოდის

26-06-2020

ელექტროენერგიის ყიდვის ნაწილში საქართველოს ბაზარი არის აბსოლუტურად გახსნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს ელექტროსისტემას წვდომა აქვს ჩვენს თითქმის ყველა მეზობელთან და ფასებიდან გამომდინარე, კომერციული კონკურსის საფუძველზე დღეს საქართველოში ელექტროენერგია ოთხივე მხრიდან შემოდის.

„არის შემთხვევები, როდესაც გამყიდველი მხარე აყენებს პირობებს, რომ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ამ კომპანიისგან იყიდოთ, მაგრამ შიგნით, ჩვენთან, ბაზარი არის აბსოლუტურად კომერციული და გახსნილი“, - აღნიშნა პრემიერმა.