გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უნდა შევადგინოთ ოკუპირებულ რეგიონებში შავი სია და ყველა მათგანი გამოვაცხადოთ ინტერპოლის ძებნილად - გია ხუხაშვილი

27-02-2018

ექსპერტი გია ხუხაშვილი ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას მოუგვარებელ პრობლემად აფასებს.

როგორც ხუხაშვილმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, ერთადერთი, რაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია გააკეთოს, 

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს. პრობლემის მოგვარება სრულფასოვნად შეუძლებელია ისეთი მდგომარეობაა. პირველი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ისაა, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, რადგან ეს არის ჩვენი ტერიტორია, საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა ჩვენი მოქალაქის მიმართ მძიმე დანაშაული. უნდა გამოვიძიოთ ვინ მოკლა, რა ვითარებაში და ამ ადამიანებზე გამოვაცხადოთ ძებნა. გასაგებია, რომ ჯერჯერობით ჩვენ მათ ვერ მივწვდებით, მაგრამ ნელნელა ამის გაკეთება შეიძლება. რატომ არ იქცევა სახელმწიფო ასე, ძალიან მიკვირს. უნდა შევადგინოთ ოკუპირებულ რეგიონებში შავი სია და ყველა მათგანი გამოვაცხადოთ ინტერპოლის ძებნილად“, - განაცადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობების მოგვარების მხრივ, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრობლემის გადწყვეტის გზა სამხედრო ინტერვენცია ვერ იქნება.

„მე მესმის, რომ თავს ზემოთ ძალა არ არის და ცხინვალში სამხედროებით ვერ შევვარდებით, ეს გასაგებია, მაგრამ მინიმუმ საქმე ხომ უნდა აღიძრას. თუ დავადგენთ მკვლელებსა და მათ მფარველებს, ჩვენ შეგვეძლება რომ გადავცეთ ძებნაში დამნაშავეები სხვა ქვეყნებს. თუ მათ ეცოდინებათ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში იქნებიან დაპატიმრებულნი, უფრო ფრთხილად იქნებიან და ასეთი დანაშაულის ჩადენას ვერ გაბედავენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

ექსპერტის თქმით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია საქართველოს მოქალაქეებად,  შესაბამისად, საქმე უნდა იქნას გამოძიებული.

„ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საერთო სამართლის მიხედვით. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების ჯგუფმა მოკლა საქართველოს მოქალაქე, ამიტომ საქმე უნდა იყოს გამოძიებული, რადგან ეს ადამიანები გამოცხადდნენ ძებნილებად“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის აზრით, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის დაცული ასეთი შემთხვევებისგან და შეიძლება მის მიმართ ჩაიდინონ ნებისმიერი დანაშაული და ჩვენი სისტემა ვერ დაიცავს ამ ადამიანებს, რადგან არ გვაქვს წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე

„არცერთი საქართველოს მოქალაქე არ არის დაცული და მის მიმართ შეიძლება იქნას ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული და ჩვენი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ამ ადამიანების დაცვას. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა ვამუშაოთ სამართალი მიუხედავად იმისა, რომ ვერავის ვერ დავსჯით მაგრამ შეგვიძლია მათთვის ვერდიქტის გამოტანა. ასევე ჩვენი მოქალაქეები უნდა გავაფრთხილოთ, რომ იყვნენ ძალიან ფრთხილად და სახიფათოა ოკუპირებულ საზღვრებთან მიახლოვება, როცა გამთლიანდება ჩვენი ქვეყანა, ყველა მკვლელი გამტაცებელი და ა.შ იქნება დასჯილი“, - განაცხადა ექსპერტმა

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.


primetime