გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფო კილაძის მხარდამჭერი  პოსტი, საქართველოში ავსტრიის  ელჩმა არად ბენკომ გამოაქვეყნა

27-06-2020

გერმანიის  ელჩის ჰუბერტ კნირშის შემდეგ, სოფო კილაძის მხარდამჭერი  პოსტი, საქართველოში ავსტრიის  ელჩმა არად ბენკომ გამოაქვეყნა. დიპლომატი ტვიტერის პირად გვერზე წერს: "დიდი მადლობა დეპუტატ სოფო კილაძეს სწორი შეხედულებებისთვის და კარგი ურთიერთთანამშრომლობისთვის ავსტრია-საქართველოს ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. ასევე ადამიანის უფლებების  კუთხით მუშაობისთვის. მოხარული ვარ, რომ  საქართველოში მან ბავშვის უფლებების განვითარების მიმართულებით   დიდი სამუშაო გასწია."

საქართველოში აკრეტიტებულმა დიპლომატებმა  სოფო კილაძის მხარდამჭერი პოსტები მას შემდეგ გამოაქვეყნეს,  რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს  ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოფო კილაძის  კანდიდატურის  დაბლოკვა მოითხოვეს.