გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში აფხაზეთის №14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები გადაეცათ

27-06-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში აფხაზეთის №14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწყებულ აქციას წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ შეუერთდა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში მდებარე აფხაზეთის №14 საჯარო სკოლაში „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია იმყოფებოდა, რომელმაც დევნილ ახალგაზრდებს მაღაზია „ბიბლუსის“ მიერ გადმოცემული წიგნები გადასცა.

ღონისძებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია იმყოფებოდა.