გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 14 ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

27-06-2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 14-ს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. გამოძიება მათ ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. 

გავრცელებული ინფორმაციით, არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, მათ შორის არც არასრულწლოვანი, რომელსაც გამოძიებამ ბრალი სამივე მუხლით წაუყენა.

ბრალის წარდგენის პროცედურა თბილისის, რუსთავის, მცხეთისა და დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ჩატარდა. სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ყველა ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინება.