გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვახტანგ ყოლბაია: არჩილ ტატუნაშვილის მუხანათური მკვლელობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა

27-02-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საერთაშორისო საზოგადოების მეტი ძალისხმევაა საჭირო.

„არჩილ ტატუნაშვილის საზარელი, მუხანათური მკვლელობა შეიძლება განხილულ იყოს, არა მარტო როგორც კრიმინალი, არამედ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. ასეთი ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ისევე, როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, დღესაც ყველაფერს აკეთებს დამნაშავის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად. მიზნის მისაღწევად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მეტი ძალისხმევა, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს და დაუსჯელობის სინდრომის განცდა არ შეიქმნას საზოგადოებაში” – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.