გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უცვლელია

27-06-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად და უცვლელად გთავაზობთ. 

"ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 6 წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს - გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია. ეს არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა.

მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 წლის შემდეგ, საქართველოს აქვს უფრო ძლიერი დემოკრატია, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტი და მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და გვაქვს სამოქმედო გეგმა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უცვლელია!", - ნათქვამია განცხადებაში.