გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: ასოცირების შეთანხმება ის საძირკველია, რომელზეც საქართველოს ევროპული მომავალი შენდება

27-06-2020

"ექვსი წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სრულიად ახალი ეტაპი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხელშეკრულების გაფორმების 6 წლისთავს.

ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორედ ის საძირკველი, რომელზეც შენდება საქართველოს ევროპული მომავალი. დღემდე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის არაერთი მიმართულებით, რასაც მოჰყვა კიდეც კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის - თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის. ჩვენ ეტაპობრივად სულ უფრო წინ მივიწევთ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ, რაც ქვეყანას უფრო მტკიცედ აკავშირებს ევროპულ სტრუქტურებთან და შეუქცევადს ხდის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ წინ გვაქვს უფრო მეტი რეფორმებით დატვირთული გზა ევროპისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანისაგან მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ყოველდღიურად შრომობს ამ პროცესის სწრაფად და წარმატებით დასრულებისთვის“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.