გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კიევში მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენების ლეგალიზებას ითხოვენ

27-06-2020

დღეს, უკრაინის დედაქალაქში მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენების ლეგალიზაციის მოთხოვნით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.


აქციაში დაახლოებით 100 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ხელისუფლებას და უმაღლესი რადას დეპუტატებს სთხოვენ, რომ პაციენტებისთვის კანაბისის შემცველი პრეპარატები ხელმისაწვდომი გახდეს.


მანამდე ანალოგიური მოთხოვნით უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ულიანა სუპრუნი გამოვიდა. მისი თქმით კანაბისი პაციენტების მდგომარეობას ამსუბუქებს რიგი მძიმე დაავადებების დროს. „კანაბისის სამედიცინო მიზნით გამოყენება მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულია“, - აცხადებს ულიანა სუპრუნი.


imedinews.ge